ინტელის ტრენინგის რეფლექსია

პირველი დღე
    დღეიდან ვიწყებთ ინტელის ტრენინგის სწავლებას,რომელსაც მე დიდი ინტერესით ველოდი.გავეცანით ტრენერს,რომელიც ძალიან დადებითი პიროვნებაა ,ასევე ტრენინგის პროგრამას და შევუდექით მუშაობას.
    შევქმენით ბლოგი და დავიწყეთ მასზე მუშაობა,გავეცანით სასწავლო პროექტების პორტფოლიოს.
    პირველი დღე იყო საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული.


                                                                  მეორე დღე 
       დღე მისალმებით დაიწყო,გავიხსენეთ წინა დღე,გავეცანით ბუკლეტების ნიმუშებს,დავიწყეთ კვლევა და ავირჩიეთ სასურველი ბუკლეტი.გადავდგით პირველი ნაბიჯები პროექტის გეგმის შედგენაში.
      ტრენინგი იყო საინტერესო და დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.


                                                                 მესამე დღე
     მესამე დღეც წინა დღის გახსენებით დაიწყო,შემდეგ კი გადავედით  პროექტის შედგენაზე,შევურჩიეთ სათაური პროექტს, დღე საკმაოდ დატვირთული იყო ინფორმაციულად.


                                                                   მეოთხე დღე
    დღე მისალმებით დაიწყო,ასევე გავიხსენეთ გუშინდელი დღე.გადავედით ახალ მასალაზე:1.პროექტის განხორციელების დრო და 2.შეფასების რუბრიკები.
      გუშინდელთან შედარებით დღევანდელი დღე გაცილებით იოლი იყო.


                                                                 მეხუთე დღე
    დღე კვლავ მისალმებით და წინა დღის გახსენებით დაიწყო. გავაკეეთ პროექტის პორტფოლიოს  პრეზენტაცია,თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება ინტერნეტში,მოვახდინეთ პროექტის ჩაროს დაგეგმვა,გავაკეთეთ რეფლექსია გლოგზე, ბოლოს კი ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.

                                                             
                                                                 მეექვსე დღე
        ეს დღე დაეთმო მოსწავლეთა პროექტების შეფასებას,უკუკავშირის გამოყენებით მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გაუმჯობესება,გადახედვა,,ასევე სასწავლო პროექტის გადახედვა,ბოლოს დავწერეთ რეფლექსია და ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.

                                                               მეშვიდე დღე
    მისალმება და  ისევ წინა დღის გახსენება, გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას,რომელიც ეძღვნება მოსწავლეთა დონის დადგენას.განმავითარებელი შეფასების გამოყენებას თვითრეგულირების უნარის განვითარებისათვის,შეფასების გეგმის დადგენას,რესურსების გაცნობას სწავლის ხელშეწყობის მიზნით.

                                                           მერვე დღე
 ბოლოს წინა დღე, გავეცანით ფასილიტაციის არსს, გადავხედეთ წიგნის რესურსების გვერდზე არსებულ რესურსს და მოვახდინე ერთ-ერთი შაბლონის მოდიფიცირება.მოვტვირთეთ შაბლონები და შინაარსობრივად მოვარგე ჩემს გეგმას.განვავრცე დავხვეწე და დავასრულე ჩემი პროექტი.

                                                            მეცხრე დღე
   ტრენინგის ბოლო დღე,დავასრულეთ პროექტზე მუშაობა,გადავამოწმეთ ველამ ჩვენი პროექტი და ავტვირთეთ ბლოგზე,გვაქვს დადებითი შეფასების იმედი,რაგდან ძალიან დიდი  შრომა და ენერგია ჩავდეთ შიგ.
   უღრმესი მადლობა ტრენერს გაწეული შრომისთვის.

  




Comments